Loading

Phone icon
+ 995 568 33 00 00
Phone icon
მიმდინარეობს აპარტამენტებში ელექტროობის დაქსელვა

მიმდინარეობს აპარტამენტებში ელექტროობის დაქსელვა

25 მაისი, 2022

ელექტრო ქსელების მოწყობისას დიდი მნიშვნელობა აქვს მასალებისა და კომპონენტების ხარისხს.

აპარტამენტებში ელექტრო მომარაგების ქსელი არის ჰალოგენისგან თავისუფალი, არა აალებადი ხანძარსაწინააღმდეგო კაბელი, რომელიც არ გამოყოფს მხუთავ აირს და ზღუდავს ხანძრის გავრცელებას.

Borsan-ის ბრენდის უჰალოგენო, ცეცხლმედეგი სპილენძის კაბელი გარანტირებულად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის უმაღლეს ხარისხს და წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ელექტროკაბელების მწარმოებელ კომპანიას ეკოლოგიურად სუფთა მასალებითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. საიმედო იზოლაციის წყალობით არ ავრცელებს წვას და გამოყოფს დაბალი ოდენობით გაზს.

Borsan Kablo– ს შეუძლია საკუთარი PVC ფორმულების წარმოება საკუთარ ობიექტებში. აქვს CE მარკირება, რომელიც არის სასერთიფიკატო ნიშანი და მიუთითებს პროდუქტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე - ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა. CE მარკირების გარეშე შეუძლებელია პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA).

ელექტრო ფურნიტურა დიზაინის გარდა კარგი ფუნქციურობითაც უნდა გამოირჩეოდეს.

ელიტარულ საინვესტიციო კომპლექსში STEPS თქვენ დაგხვდებათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტროგაყვანილობის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Schneider Electric. იგი ასზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მისი პროდუქცია ბაზარზე ცნობილია, როგორც გამორჩეულად ხარისხიანი.

Close icon