შემიძლია თუ არა აპარტამეტის დაჯავშნა და რა პერიოდით?
დიახ, რა თქმა უნდა. დეპოზიტის თანხით 1000 აშშ დოლარი, 15 კალენდარული დღით.
რა საბუთებია საჭირო აპარტამენტის შესაძენად?
ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზნით, საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ტელეფონის ნომერი და ვალიდური ელ-ფოსტა. გარიგების შესრულება შესაძლებელია დისტანციურად.
მსურს შევიძინო აპარტამენტი, მაგრამ არ შემიძლია დაუყოვნებლივ გადავიხადო სრული ღირებულება. რა უნდა გავაკეთო?
ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა უპროცენტო განვადებით 2022 წლის ბოლომდე. პირველადი შენატანი ჯამური ღირებულების მხოლოდ 30% -ია. ან თვალი ადევდეთ ჩვენს სიახლეებს სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდზე ვინაიდან პერიოდულად გვაქვს 0% პირველადი შენატანის პრომო აქციები.
როდის შემიძლია აპარტამენტში რემონტის დაწყება?
რემონტი შეიძლება განხორციელდეს მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან.
რადენად იზრდება აპარტამენტის ფასი მშენებლობის საწყისი ეტაპიდან მის დასრულებამდე?
მშენებლობის დასრულების შემდეგ, საწყის ფასთან შედარებით ფასები 20-30% -ით იზრდება.
როგორ ხდება მშენებლობის პროცესის დაფინანსება?
STEPS პროექტის მშენებლობის პროცესს მთლიანად აფინანსებს კომპანია PREMIUM GROUP
რა სახის ინფრასტრუქტურაა პროექტში გათვალისწინებული?
პროექტის ინფრასტრუქტურა შედგება 4 სართულიანი ავტოსადგომით, ბოტანიკური ბაღით, საცურაო აუზით, ბავშვთა მოედნით, ღია და დახურულ კაფეებით, რესტორნით, ბიზნეს-ცენტრით, სპა, ფიტნეს ოთახითა და სხვა.
რა ტექნოლოგიით შენდება შენობა?
ეს არის მონოლითური-კარკასის კონსტრუქცია, გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალები მაღალი ხმისა და თბოიზოლაციის მახასიათებლით, მოპირკეთებულია ვენტილირებადი ფასადით.
შესაძლებელია თუ არა ერთ აპარტამენტს რამოდენიმე მფლობელი ყავდეს?
დიახ, შესაძლებელია.
როდის უნდა შემოვიტანო პირველადი შენატანი?
პირველადი შენატანის გადახდა ხდება, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან, 3 სამუშაო დღის ვადაში.
რა სახის ფასდაკლება შეიძლება მივიღო აპარტამენტის შეძენისას?
თუ აპარტამენტის შესყიდვას ახორციელებთ ერთიანი გადახდით მოქმედებს ფასდაკლება 2% - დან 7% -მდე. რამოდენიმე აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში ფასდაკლება განიხილება ინდივიდუალურად.