

STEPS — ყველაფერი რაც დასვენებისთვის, მუშაობისთვის და ცხოვრებისთვის გჭირდება - ერთ პროექტში!
კომპანია პრემიუმ ჯგუფი ახალი პროექტით „STEPS" ქმნის სრულიად ახალ სტანდარტს უძრავი ქონების სფეროში მაქსიმალური კომფორტითა და ბუნებასთან ერთიანობის შეგრძნებით.
თანამედროვე არქიტექტურა
სასტუმროს ტიპის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი წარმოადგენს მსოფლიო დონის პროექტს, სადაც პრემიუმ კლასის უძრავი ქონება ერთიანდება თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან. ნამდვილი კომფორტის შეგრძნება - პროექტში ყველა დეტალი ხარისხიანი და ამავდროულად კომფორტულია. კომპლექსი ფუნქციონალურად განლაგებულია 27 სართულზე. მეორე სართულზე იმოქმედებს ბათუმში უმსხვილესი ბიზნეს-ცენტრი. მე-4 და მე-5 სართულებზე განთავსდება სასტუმრო, რომლის ოპერირებას საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია უზრუნველყოფს პრემიუმ-კლასის აპარტამენტები 24 მ²-დან 125 მ²-დე განთავსდება მე-5 სართულიდან ზემოთ. STEPS ეს არის ლოკაცია, ახალი ბულვარის შუაგულში - სიმბოლო თანამედროვე არქიტექტურული დიზაინისა და სამომავლო პერსპექტივებისა, და რაც მთავარია - სანაპირო ზოლის მიმდებარედ... .


თანამედროვე რეკრეაციული ზონა ან თქვენი ბოტანიკური ბაღი
STEPS-ის შიდა ტერიტორია წარმოადგენს პროექტის თანამედროვე არქიტექტურის ჰარმონიულ გაგრძელებას. STEPS – ის შექმნისას თადაპირველი იდეა იყო პროექტის ინფრასტრუქტურის მორგება, ოჯახებისთვის რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები. STEPS ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში საკუთარი ბოტანიკური ბაღით, შიდა გამწვანებითა და საბავშვო გასართობი მოედნით. ყველაფერი თქვენი კომპორტული დასვენების უზრუნველსაყოფად. მეოთხე საერთულზე განთავსებული ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მინიატურულ ვერსიას. საფეხმავლო ბილიკები, აუზი, ღია კაფეები, ლაუნჯ ზონები, დეკორატიული მცენარეები და ფანჩატურები - ქმნიან დაუვიწყარ ადგილს, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ.
საერთო სივრცეების ინტერიერის დიზაინი
საერთო სივრცეებისთვის ჩვენ შევიმუშავეთ, მრავალფუქციური ინტერიერის დიზაინი: ჩვენ მიზანი იყო არ დაგვეკარგა, "ქართული სტუმართმოყვარეობის" სულისკვეთება, ამიტომ შევეცადეთ ინტერიერში შეგვენარჩუნებინა ქართული ელემენტები და შევმქენით ქართულ მოტივებზე დაყრდნობილი თანამედროვე დიზაინი. STEPS- ის შიდა ინტერიერი წარმოადგენს პროექტის არქიტექტურული სტილის ორგანულ გაგრძლებას.
სიმშვიდე და უსაფრთხოება
STEPS შენდება სასტუმრო კომპლექსების უსაფრთხოების ახალი რეგულაციის თანახმად: კვამლის დეტექტორები საერთო სივრცეებსა და აპარტამენტებში; ავტონომიური ლიფტები ელ.ენერგიის წყვეტის შემთხვევაში; უსაფრთხო ოთახები ჟანგბადის ავტომატური მიწოდებით. STEPS-ს აქვს საკუთარი დახურული ტერიტორია, რომელიც დაცულია უსაფრთხოების სისტემით. თანამედროვე ვიდეო-მეთვალყურების სისტემები და დაცული ტერიტორია არის უსაფრთოების გარანტი.
ბიზნეს ცენტრი
შენობის მეორე სართულზე განლაგდება ბიზნეს-ცენტრი ფართობით 1500 მ². STEPS იქნება ერთადერთი პროექტი ბათუმის ფარგლებში მოქმედი ბიზნეს-ცენტრითა და კომერციული შეთავაზებით ქართული და უცხოური კომპანიებისთვის.

პარკირება
ერთადერთი სასტუმრო კომპლექსი ბათუმში მრავალდონიანი ავტოსადგომით რომელიც გათვლილი იქნება 200 ავტომობილზე. პარკინგით ისარგებლებენ აპარტამენტების მესაკუთრეები, მათი სტუმრები და ბიზნეს-ცენტრის მომხმარებლები

ლოკაცია
ახალი ბულვარი ლამაზად მორთულია ყვავილებით, გამწვანებით, საფეხმავლო ბილიკებით, მოედნებით, ქანდაკებებით, ჰამაკებით, შადრევნებითა და განათებით. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ დაუვიწყარი სიამოვნება სეირნობით და დავტკბეთ სანახაობით. ახალი ბულვარის საერთო ტერიტორია არის მშვიდი და არ გამოირჩევა ხალხმრავლობით, ეს ძალიან კარგი ადგილია იოგას ან ტანვარჯიშის გაკვეთილისთვის, ბადმინტონის სათამაშოდ ან პიკნიკების მოწასყობად. სანაპირო იდეალური ადგილია რუჯის მოყვარულთათვის. ბათუმის შავი ზღვის სანაპიროს ყოველწლიურად მსოფილიო მაშტაბით ათასობით ტურისტი სტუმრობს. აქ ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ საუცხოო განწყობა. STEPS-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სავაჭრო ცენტრი - სადაც წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების მაღაზიები. აქ შეგიძლიათ მიირთვათ როგორც სწრაფი კვების ობიექტებში, ისევე რესტორნებში. სავაჭრო ცენტრში მდებარეობს: სუპერმარკეტი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, და საყოფაცხოვრებო მაღაზიები. ტრანსპორტი -ქალაქის ისტორიულ უბნებში მისასვლელად, რამოდენიმე სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტია ხელმისაწვდომი - მათ შორის ქალაქის ავტობუსები და მიკროავტობუსები. აეროპორტი - აეროპორტი მხოლოდ 4 კილომეტრშია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენის შემდეგ 10 წუთი სჭირდება თქვენს ბინამდე მისვლას. ეს უბანი ერთი ნახვით შეგიყვარდებათ, ამბობენ, რომ ბათუმი ევროპის ახალი დუბაია, ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ რომ ეს გამონათქვამი პირდაპირ უკავშრდება ჩვენს მიმდებარე ტერიტორიას.